სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი II

დროსტარებანი

1

ერთადერთი, ვინც დიდი ვაკეიროს, ზე მორეირას ცოლს, მარიამს სერტანელთაგან ჭირის დღესავით ეზარებოდა, ერთის შეხედვით გასაკვირია და, მხიარული მწყემსი მანუელო კოსტა გახლდათ, „ცოლი მაგას არ ენაღვლება და შვილი, - დილაადრიან ებუზღუნებოდა უცნაურად მოთენთილ ზეს მარიამი და თანაც გულის კუნჭულში უხაროდა, მისავათებულს, ამისთანაებს რომ უბედავდა, - დაიარებოდა ვაჟბატონი ქალაქის შეღებილ ქალებში, შენც გამოძებნე, რაღა, ამხანაგი, იფ, იფ... იმას რომ...