სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი I

ნაცნობობანი

გათენებისას მძიმედ ამოტივტივდებოდა ხოლმე დიდი, ნაცრისფერი, გლუვი ქალაქი - კამორა.

გისოსებიან ფანჯრებში ფარდები საეჭვოდ შეირხეოდა, ყველა ფარდაზე უამრავი თვალი იყო ამოჭრილი და ირგვლივ ლამაზად ამოქარგული; ფრთხილი მასპინძლისათვის მისწრება იყო ეს - რომელიმე ნასვრეტიდან იჭყიტებოდა და სახლის წინ მტერი რომ ატუზულიყო, ვერც გაიგებდა, ფარდიდან უთვალთვალებდნენ თუ არა. მზის ამოსვლამდეც აბჟუტდებოდა ხოლმე მკვრივი კედლები, მთელ კამორაში - მარმარილოს...