სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი IV
ზაფხულის თამაშები
- როდის დავნიშნოთ, - თქვა დუილიომ და მიმოიხედა, - აჰ, ხვალ ხომ არა? ამინდს კარგი პირი უჩანს, ზაფხულის თამაშების ჩასატარებლად... კარგი რა, უგო.
მჭევრმეტყველებით გატაცებულს, ახალგაზრდა გიჟი ხის დანით უტრიალებდა და ეუბნებოდა: „წითელი სისხლი, მწვანე ბალახზე...“ დუილიო კი საზოგადოებასთან ზაფხულის თამაშების დანიშვნაზე ბჭობდა: - ვგონებ, ზეგ აჯობებს, ყველგან უნდა გაისმას ქალიშვილთა კისკისი და ჭაბუკთა ღიმილი.
- ზეგ იყოს, სენიორ, -...
