სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი III

გაზაფხულის თამაშები

ამბავი თერთმეტი წლის მკვლელზე

- ხანდახან დიდი უცნაური ამბები ხდება, რინალდო-ჩემო, დიიდი უცნაური... - თქვა ალექსანდრომ. პირველი თბილი დღე იყო. ბაღში, გრძელ მერხზე ისხდნენ, ალექსანდრო კი იდგა, საუბრობდა და მთქნარებაატეხილი ტულიოს დასანახავად დროდადრო ჯიბეზე მიიტყაპუნებდა ხელს, რომელშიაც ის სათამაშო იდო.

დომენიკო პირველად ხედავდა ამ ყმაწვილს - რინალდოს. გარეგნობით თითქოს არა უშავდა რა: კოხტად გადავარცხნილი ქოჩორი, სწორი...