სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი II

პოეზიის საღამო და ზღაპარი ბალახისფერ კაცზე

- მე მაინც მგონია, - განაგრძო დარბაისელმა სენიორ ჯულიომ, - რომ ქმარი უფროსი უნდა იყოს ცოლზე.

- არა, რატომ... - თქვა მამიდა არიადნამ.

- იმიტომ, რომ ქალი უფრო ადრე ბერდება... აჰ, არა, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, - თქვენ მარადიული ახალგაზრდობის ნიშნითა ხართ გაჩენილი.

- ჯულიო, შე ცელქო... ისე კი, სადაც ნამდვილი და ამაღელვებელი სიყვარულია, ასაკი რა მოსახსენებელია.

- მე, მაგალითად, -...