სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი I
პირველი დღე
სახლიდან კაცი გამოვიდა, თეთრ ხელთათმანებში თითები გაჭიმა და თან ცას ათვალიერებდა; მერე მოკირწყლულ ქუჩას გაუყვა. მეორე სახლიდან ბავშვი გამოვარდა, მაგრამ თმააფოფრილი ქალი დაეწია, ხელი სტაცა და ეზოში შეათრია. ბავშვი ერთხანს გაძალიანდა და სახელურს ჩააფრინდა, მაგრამ მაინც შეათრიეს. დიდი ღრიალი გაისმა და უცებვე მიწყდა. ვიღაცამ, სწორედ თავსზემოთ, აივანზე ნოხი გადმოფინა, კეტი დასცხო და ბუღი დააყენა. ქუჩა ხტუნვა-ხტუნვით გადაჭრა შუბლზე...
