სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი IV
ეს დომენიკოს ბალღობისდროინდელი თამაში იყო - სადღაციდან დაბრუნება.
როცა მთელი დღე სირბილსა და ორღობეებში ჯოხის ცხენის ჭენებაში გაივლიდა, ანდა ტბიდან მობრუნებული, სველ თმაზე დაუდევრად ჩამოიფხატავდა ქუდს, როცა კოჭლი ყმა მოუხეშავი ხელით ნაზად, მოფერებით ჩამოჰბანდა დაკაწრულ ფეხებს, ექვსი წლის ბიჭი პურის დიდ ლუკმას მოშიებული იტენიდა პირში და უცნაური გარდატეხა შიმშილსაც კი ავიწყებდა - საღამოვდებოდა, ბნელოდა. უეცრად გახევებული, პურით გამოტენილი ლოყებით, გაოგნებული...
