სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი II
ბიბო შინ მივიდა და ცოლს გამოელაპარაკა. ერთმა გლეხმა მეორეს ამბავი უთხრა. სულ სხვა ამბავი
- წყალი მოიტანე, ქალო, - თქვა ბიბომ და შეიჭმუხნა.
ცოლმა დიდი კოკა შემოიტანა და გაუბედავად მიუახლოვდა.
- მიდი, - პეშვები შეაერთა ბიბომ, - უჰუ, ცივია...
მძიმე კოკა იყო, ქალმა მუხლი შეაშველა და ისევ დაუსხა წყალი; უცებ ხმაური მოესმა, მხარსუკუღმა სწრაფად გახედა ბავშვს, მაშინვე დამშვიდდა. სახეზე შეისხა წყალი, თვალები მაგრად...
