პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

საქმე

- ბოდიში, თქვენ შემთხვევით სულელი ხომ არ ბრძანდებით? - ლუკას ჰკითხეს.

კაცი, რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა ლუკას უცნაურმა ღიმილმა, ოდნავ გადაიხარა მისკენ და შიშნარევი მუქარით ასე ჰკითხა: „ბოდიში, თქვენ შემთხვევით სულელი ხომ არ ბრძანდებით?“

- არა, არა, - თავი გაიქნია ლუკამ და იმავე ღიმილით ახლა ტრამვაის ჭერს ახედა. სულ სხვას ფიქრობდა. იმ კაცთან რა საქმე ჰქონდა - ლუკას ახსენდებოდა ამოჩემებული, მხოლოდ მისთვის ნაცნობი სიტყვა „კამორა“ და კიდევ უფრო უცნაური...