პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ყველაზე კარგი პაპა

(ზღაპარი)

იმ ჭრელ ქვეყანას ერთი გაუმაძღარი, მდიდარი, ბოროტი მეფე განაგებდა. გადახედავდა თავის ავლა-დიდებას და ვეზირებს უბრძანებდა:

- აბა, წადით, წამოდით და ქონება მომიტანეთო.

ვეზირებიც ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ დაძრწოდნენ და საცა რაიმეს მოიხელთებდნენ, ტომარაში თავს უკრავდნენ ხოლმე. მეფე ჯერ ხარბად გადახედავდა შემურულ ქვაბებს, დაგრეხილ კოვზებს, გაბზარულ ჯამებს, აათვალიერებდა, ჩაათვალიერებდა და...