პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ათასი წვრილმანი

ვერა და ვერ შეთანხმდნენ, ბუღალტერი ერთსადაიმავეს გაიძახოდა:

- როცა გინდა, მაშინ მოდი.

- კი მაგრამ, როდის იყო, დილიდან საღამომდე აქ რომ იჯექით?

- კაცო, - შეხედა ბუღალტერმა, - რომ გეუბნებიან, ესე იგი, აქ ვიქნები.

- ნუთუ არ შეგიძლიათ, ზუსტად რომ მითხრათ?

- რა?..

- რა და როდის მოვიდე...

- კაცო, როცა გინდა, მაშინ მოდი... ვაჰ! მეტი რა გინდა, როცა გაგეხარდება, მაშინ მოდი.

- მაგის...