პირველი კონცერტი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
ნაბიჯი
I
გოგია კიზირია მოწაფეობისას ძალიან ერიდებოდა თეატრში სიარულს, არადა, უყვარდა.
თეატრში აბონემენტით დაიარებოდა მთელი კლასი, გოგია მაშინ ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, იმხანად ბიჭებში რატომღაც დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, არაფერი არ გაკვირვებოდათ, არაფრით არ აღტაცებულიყვნენ და ასე. გოგია კი, სულელი, წარმოდგენას რომ მიჩერებოდა, რომელიმე ისეთი სცენის ყურებისას, სერიოზული ხალხი „მძიმეს“ რომ ეძახდა, უნებურად აცრემლდებოდა ხოლმე, ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, იცოდა,...
