პირველი კონცერტი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
მთვარიანი ღამე
(ფიქრები ფიროსმანზე)
გლეხის ქალს ცალი ხელი ყურძნიანი კალათისათვის შემოუხევია. მეორე ხელში ერთადერთი მტევანი უჭირავს. აშკარად ეტყობა, რაღაცას ფიქრობს. ულამაზო ქალია - მრგვალი სახე და სულელური გამომეტყველება აქვს, მაგრამ ხელში გემრიელი ყურძენი უკავია. მის გვერდით პატარა ბიჭი დგას, მტევანს შესცქერის, ხელები მაღლა აუწევია და ქალს ყურძენსა სთხოვს. პატარა ბიჭია, მაგრამ ისეთი სახე აქვს, დაბალი რომ არ იყოს, კაცი გეგონება, მზემ,...
