პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ჩვენს ეზოში წვიმა მოდის

...და შავ ტანსაცმლიანი მამაკაცი

ძალიან ცხელოდა. გავარვარებულ ასფალტს ბუღი ასდიოდა. ისეთი სიცხე-პაპანაქება იდგა, გარეთ არ გამოისვლებოდა. ყველას ეგონა, ნაშუადღევს აგრილდებაო, მაგრამ შეცდნენ – მზე ისევ იკბინებოდა. ეზოში არავინ გამოსულა, კვირა დღე იყო და ყველანი შინ იყვნენ ჩაკეტილნი. სიცხით გაბრუებულნი დროდადრო ამოიოხრებდნენ ხოლმე და სველი ცხვირსახოცებით ოფლს იწმენდდნენ. ჰაერი მძიმე, დახუთული...