პირველი კონცერტი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
მუსიკოსი
საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.
ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში - ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ხმა.
ხმისამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა სიჩუმე, შეიძლება იმიტომ,...
