პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თანამგზავრი

პატარა მატარებელი ბაკურიანიდან ბორჯომში მიდის. ერთ-ერთ ვაგონში სამი კაცია მხოლოდ. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ორი მათგანი ახალგაზრდაა. ბიჭებს სათხილამურო ფეხსაცმელები, ვიწრო შარვლები და ჯემპრები აცვიათ - ერთს - წითელი, მეორეს - ცისფერი. მესამე ხანშიშესული კაცია. მუნდშტუკს მუხლის თავზე თითებით ათამაშებს და ფანჯარაში იყურება. კაცი ზურგშექცეული ზის ორთქლმავლისკენ და მისი მზერა თითქოს რაღაცას მიჰყვება, ბიჭების თვალებს კი, როცა ისინი ფანჯარაში იხედებიან, თითქოს რაღაც...