პირველი კონცერტი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

პირველი კონცერტი

დღეს საღამოთი კონცერტია. ჩემი პირველი სოლო კონცერტი.

ვღელავ. ვცდილობ დავმშვიდდე - ხან ძველ ჟურნალებს ვათვალიერებ, ხან ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუყურებ.

ვერ ვწყნარდები. დავდივარ ოთახში - ერთი კუთხიდან მეორემდე. რაღაცით უნდა გავირთო თავი... რა ვქნა?

ჩამქრალ პაპიროსს ვუკიდებ. ტახტზე ვწვები და ჭერს თვალებით ვბურღავ.

დღეს ალბათ ბევრი ხალხი იქნება კონცერტზე. რომ შემეშალოს?.. არა! არ შემეშლება. არ უნდა შემეშალოს, მაგრამ... რა ვქნა,...