ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
VII, და მთლად საბოლოო დასასრული, რომელსაც ჰქვია ზევითკენ, მაღლა,
რადგანაც მაღლა უნდა ყოფნა, მუდამაც უნდოდა, თან ისე ძალიან რომ, რომ გამხდარიყო მაღლისა და სინათლისა ხოლო
„მაღალი - ზე აღმართებით, რომელი უგრძეა, იგი არს მ თ ა ანუ ბ ო რ ც ვ ი, ხ ე ნ ი, ანუ ზ ღ უ დ ე და მისთანანი“ - არა, ესენი არა, და
მაღალი არს ცაჲ და სამყაროჲ“, -
უახლოვდება, მისას ეს და
„მაღლად ითქმის ჰაერთა შინა ფრინველი, გინა დიდნი მეფენი, ანუ ძლიერი ხმიანობაჲ“ - სწორედ...
