ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
დასასრული, რიგით მეექვსე, ნომრად - VI. რომელსაც ჰქვია, და მაინც, შვებად -
იმ მთავარ შვებად, ის მერე რა რომ უხილავად, სუყველაფერზე, ყოველივეზე, სუყველა ჩვენგანს რომ დაგვატარებს და გვადგას თავზე დიადი სული, არსით როგორი წმიდა, და თვალშესახებადაც კი ბოძებული, წიგნად, თვალასახელადაც კი ნაწყალობევი, წიგნად,
მაგრამ რომელი შვება, რადგან,
როგორღაც მაინც, ერთის შეხედვით მთლად ბოლომდე მკვდარი თუ არა, სულთმობრძავი მაინცღა, სიკეთეები, მაგრამ შვებად - ზოგიც თავადაც...
