ლოდი ნასაყდრალი

გურამ დოჩანაშვილი

(20 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

დასასრული IV, სათაურით: „რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის“...

და ერთიც ქალი იყო ერთი, ძალიან ძველად და ახლახან და მეტად უცნაური თვალები ჰქონდა.

თვალი...

გარდა იმისა რომ თვალი სანთელია სხეულისა რაც თავის-თავად მის უზარმაზარობას ნიშნავს, ადამიანზე რაც კი რამ ჩანს თვალი აგებულებით ურთულესი რამაა სულიერებში, ალბათ ყველაზე რთული, და არამცთუ ვერ შევწვდებით და ჩავხვდებით, დანიშნულებასა თუ მნიშვნელობასაც ვერ მივაგებთ ვიძახოთ თუნდაც: „უ,უ,უ,უ,უუუურთულესი“, ლექსიკონებითაც...