ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
„ვითარცა ერთი ჩუენგანი“ (კიდევ გაგრძელება)
მწერლობა, ძნელია... - და ვთქვით და წავიკითხეთ ჩვენც, რაღა...
ოღონდ ღირებულ ქმნადობაზეა ლაპარაკი აქ, და გინდაც მარტივად გამონათქვამი ეს, მაგრამ აჰ... ზედიზედ ორი სისულელე, აჰ. ეჰ.
განვაგრძოთ, მაინც.
მაგრამააც, ჯერ:
„მიზანი ყოველი მწერლისა ისაა, - თქვა ერთხელ იმათში ერთმაც უდიადესთაგანმა, - რომ თავისი ხელოვნების საშუალებებით შეაჩეროს ის მოძრაობა რომელიც არის ცხოვრება (“ცხორება-ცოცხლობა“), და...
