ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
დასასრული III. „ვითარცა ერთი ჩუენგანი“ (გაგრძელება)
მაგრამ პირველითგან იყო სიტყვა,
და სსუ... ჩუ...
პირველითგან და, გავიტრუნოთ-ჰე,
რადგანაც თავად სახარებაში როგორ გარკვევით წერია რომ, „არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი: ჰეჲ, ჰე (ჰო ჰო), და არაჲ არა, ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს“, მაგრამ
ყველაზე ძნელად მოსავლელი აღმოვჩნდით ადამიანების კვიმატი მოდგმა.
სახარებამდე, თუმც არ ვიცოდით რომ დაიშვებოდა მხოლოდ ეს ჰო-ჰოობა ან თან არარაობა, -...
