ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
დასასრული III, - „ვითარცა ერთიჩუენგანი“
დიადია, ის.
დია, დია, ის, სულიწმიდა, როგორის მადლით უდიადესი, ყოველგანაა, კი, ოღონდ მხოლოდ მან ერთადერთმა-ვინმ იცის თუ, ვის, რას ან რომელს მიადგეს ოღონდ რაღა თქმა უნდა, მნდობი მამით.
მამისაგან გამოვალს, სუყოველგანაა.
მუდამ.
ჯიუტადაა, ვიღას თავთით არმდგარი,
სუყველასია,
ოღონდ ხშირადაც ვერ იღებენ.
და მაინც მუდმივ ადამიანებისაკენაა, ჩვენი.
ასე განსაჯეთ, ქვეყნის...
