ლოდი ნასაყდრალი

გურამ დოჩანაშვილი

(20 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

დასასრული II ჩვენ (გაგრძელება)

ჯერ ორი ვაჟი შეეძინათ, აბელ და კაინ, ხოლო კაენი ასაკით უფროსი იყო.

ევამ, მიდგომილმან, როცა წვალებით შვა კაინ, მაინც ორსულმა, თქუა: „მოვიგე კაცი ღმრთისა მიერ“.

ადვილად იკითხებოდა, კი, და ალბათ აბელზეც ასე იტყოდა ევა მერე, პირველად ნახეს იმათით ბავშვი, უცნაურობა-რამ, დრო გადიოდა, წამოეზარდნენ, მაგრამ რატომღაც ჯერ უმცროსი ძმისა საქმე, „მწყემსობა ცხოვართა“ იყო აღნიშნული და ბიბლიაში შემთხვევითი არაფერია, ხოლო კაენი - „კაინ-მშრომელ...