ლოდი ნასაყდრალი

გურამ დოჩანაშვილი

(20 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

დასასრული პირველი: თურმე

ეხლაა, სულ სხვა რამეზე, ახლა. -

დიადია, ის.

დია, დია, ის, სულიწმიდა

როგორი მადლით უდიადესი, ყველგანაა. კი, ოღონდ მხოლოდ ერთადერთმა იცის თუ, ვის, რას, ან რომელს მიადგეს ოღონდ რაღა თქმა უნდა, მნდობი მამით. მამისაგან გამოვალს, სუყველგანაა.

მუდამ.

ჯიუტადაა, ვიღას თავთით არმდგარი,

ოღონდ ხშირადაც ვერ იღებენ.

ასე განსაჯეთ, ქვეყნის შექმნამდეც, იყო, სიტყვასავით, ოღონდაც გინდაც ვითომ უხმო და...