ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
18ა.
მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და, მაინც რა არის ცხოვრება, მაინც, რადგან მედგარებმა რას აღარ მიაღწიეს, კორიფეობობასაც კიხომ აკი, არა?, მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ დაიყენეს სასურველად და არ უვარგოდათ, რადა - ტან-ფეხი, ტანსახეფეხი რატომღაც არაფრით არცერთთ არ უვარგოდათ, ვერცერთი გახლდათ ტანით აღნაგნი, და ვერც კენარნი, და მაგრამ რადგან აბა სად არ არსებობს გამონაკლისი, ერთი სუსლოვი-ღ იყო სარო, არ ვხუმრობ, ვღელავ და ამ ვაიდ-ხუმრობებს შევეფარები, და თუკი სადმე ამ რომანშია თუ რაღაცაა, თუკი...
