ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
18.
„პირველს, ჩემო ბატონო, გრატიაშვილი მღეროდა, მეორეს - ქიტუაშვილი ეუბნებოდა, ბანს, ჩემო ბატონო, ზალდასტანიშვილი...
მომღერალი გვარები გახლავან ეს.
პირველს საყვარელიძე მღეროდა, მეორეს - ღოღობერიძე ეუბნებოდა, ბანს, ჩემო ბატონო, ჩიქვანი...
არანაკლებ მომღერალი გვარები გახლავან ეს.
პირველს, ჩემო ბატონო, ქილიფთარი ამბობდა ლადი, მეორეს - მიხაკო ერქომაიშვილი, მესამეს - შეწირული ევგენი...
პირველს, ჩემო ბატონო, ჩართოლანი ამბობდა, მეორეს -...
