ლოდი ნასაყდრალი

გურამ დოჩანაშვილი

(20 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

11.-12.(ფიქრები სიბნელეში)

მაგრამ ყველაზე მძიმედ ასატანი, თბილისისათვის, 1990 წლის მიწურულიდან მოყოლებული, მაინც 1994 წლის დეკემბერი იყო.

ამაზე, მთელ ამ დასაცემ ანთუ ასამაღლებლად გამომცდელ წლებზე, ოდნავ ქვემოთ, წიგნებიდან კი ის ერთადერთი, სულიწმიდასი ამ ყველაზე დიადი ნაღვაწის, ბიბლიის გარდა, ვთქვათ და უკაცრიელ კუნძულზე რომ წაიღებდა უღირსი, ერთი სპეტაკი, სალუქი ბერის, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ იყო, ხოლო

„სალუქი - შემკობის მოყუარე“,...