ლოდი ნასაყდრალი
გურამ დოჩანაშვილი
კლასიკა, თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
9.
ის დღე...
ის სანეტაროდ ჟღრიალა დღე („ჟღრიალი - ეჟვნის ხმა“, „ეჟვანი - საჟღერი“, საბა), ეჟვანი - მუხლმოყრილი მეფის, ცრემლდადენილი მეფსალმუნესი ერთიც მორიდო და ვედრებით მხმობი მოწყურებული საკრავთაგანი, სულის მომფენად როგორი მჟღერი; იმ სავსე მადლის წყალობით ნუგეშინისცემის დღე, რადგან უწმიდესმა და უნეტარესმა როგორი პატივი დასდოთ და მთელი საათით, მეტით თუ არა, თავისთან მიიღო ერთი ცოლ-ქმარი.
ეს დაქცეული, როგორ, მშობლები, ირაკლისები.
მხოლოდ ორი თვე იყო...
