კეჟერაძეები - ცალ-ცალკე და ერთად
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
ცალ-ცალკე და ერთად
„თანამედროვე ზღაპარი“
არის და არა არის რა, არიან სამნი ძმანი კეჟერაძეები.
ერთი ერთგან იწევდა, მეორე-მეორეგან, მესამე სულ სხვა საითკენღაც... მაგრამ ერთმანეთს რადგან მაინცა ჰგავდნენ, ერთხელაც, შეიკრიბნენ. დათქმულ ადგილას, მთაზე მდგარ ფუნიკულიორის ზედა სადგურთან ერთდროულად ავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გრიშა საბაგირო გზით ამაღლდა ლეგენდარული ზღვის დონიდან, ვასიკო - ტრამვაით, შალვა კი ფეხით. მათგან უფროსმა,...
