კეჟერაძეები - ცალ-ცალკე და ერთად
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი
სერგო, საერთოდ, მორიდებული ყმაწვილი იყო, ახლა კი, ზღვისპირა ქალაქში რომ ჩავიდა, ამ გარუჯულ, მზით გამაძღარ ხალხში თავისი სითეთრისა რცხვენოდა და სანამ შემოღობილ, ეგრეთწოდებულ „სამედიცინო“ პლაჟზე გასვლას გაბედავდა, საცურაო მოწყობილობა ჩანთაში ჩაალაგა და ქალაქგარეთ წავიდა. თავისი ჭკუით მიყრუებული ადგილი შეარჩია და ერთბაშად ძალიან ცივი ეჩვენა ზღვა; აკანკალებული მიარღვევდა წყალს, სხეული დაებურძგლა, სუნთქვაშეკრული, ფეხისწვერებზე...
