თავფარავნელი ჭაბუკი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
ძმისავ
I
ახალგაზრდა მღვდელს, მამა ილიას სახე და გამომეტყველება ჰქონდა არაჩვეულებრივად კარგი.
ხოლო მისი მრევლის ახალი წევრი, ლარისა ცერცვაძე თავის გარდაცვლილ ძმაზე მთელი ხუთი წლით იყო უფროსი, მერე როგორც ყველაზე კარგი და გასაფრთხილებელი სათამაშო და სამზრუნველო და მერე როგორც გვარის გამგრძელებელი თუმცა „ცერცვაძე“ საქართველოში ჩვენში ხშირი გვარია და ლარისა მაინც ძლიერ განიცდიდა ძმის დაუოჯახებას, რადგან მოზრდილი ძმა თავის არასრულწლოვან შვილებშიც არ ერჩეოდა და...
