თავფარავნელი ჭაბუკი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ჩვეული ბედნიერებანი

(სანტიმენტალური მოთხრობა)

რაჟდენი რომ დაიბადა, სახელი პაპის ხათრითა და საპატივსაცემოდ შეარქვეს.

რაჟდენის... როგორღაც, ეჩოთირებოდათ მთლად ნედლი ბავშვისათვის ამა დიდად სერიოზული სახელწოდების - „რაჟდენ“-ის დაძახება, და ალბათ ორიოდ კვირაში ფერება-სახელ შერქმეული რაჟიკოს, ბიჭიკოსა თუ სულიკოს მშობლებს, როგორც იტყვიან, იმაზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე.

მაგრამ ჯერ მაინც...