თავფარავნელი ჭაბუკი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
რასაც სხვა ვერ იზამდა
(საახალწლო მოთხრობა)
შესავალი
- რა უცნაურია სიზმარი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მე თუ ავლაბრის წარსულიან-არალეგალური სტამბის მუშაკად გარდავისახებოდი, ქალბატონო ზეიკო, ეს როდესმე მომელანდებოდა? არადა, მესიზმრა, რომ ცარიზმის საწინააღმდეგოდ მიმართული პროკლამაციები მედო გულის უბეში, ხელთ წებოიანი ვედრო და წითელი, ჯვარი აქაურობას, ფუნჯი მეკავა, და ძალიან ვღელავდი, ქალბატონო ზეიკო, ჟანდარმერია,...
