თავფარავნელი ჭაბუკი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

მიწა და ვანო და წიფელი, ხე

(ალეგორიული ესეი პროზაზე)

ვანომ იცოდა, ძალიან ბოლოს, ქვის მზიდავივით რომ მოკვდებოდა - აი ისეთი საქმე ჰქონდა, ეჰ. რატომღაც ძალუმად გამწარებული მზის ფიცხ გულზე, ის, შორი მონა, გამოსაფიტი, უძლურებამდე ამოსაწუწნი ვანო, მთლად ახალ-ახალ და ვრცელ კლდეთაგან, სამი მთავარი თითით ვაებით გამოჩორკნილ ვეება ლოდებს ეჭიდებოდა მერე და მერე, დაუნდობელი ჯაჭვის უხმო ჟღარუნით მთაზე აჰქონდა ჯერ მცირე კენჭი, მერე,...