თავფარავნელი ჭაბუკი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
განსმდგომი შუაკაცი
ბავშვი რა - ჯერ თვისაც არ იყო, მჭიდროდ გახვეული, მცირე საწოლზე კი არ იწვა, რაღაცნაირად, საყვარლად იდო.
მთელი ღამის ნამტირალევსა და გაჭინჭყლებულს, ახლა, რიჟრაჟისას, ძალიან ღრმად, გულის ძილით ეძინა და იქვე მიწოლილიყვნენ მისი მშობლები, ცოტათი იქით, სხვა ოთახში კი - პაპა, და კიდევ სულ სხვა გისოსებიანი ოთახიდან გამოსული, ბავშვს თვინიერად დასდგომოდა თავს მისი სულიერად ავადმყოფი ბიძა, და წინგადახრილი, ძალიან დასცქეროდა.
ამჟამინდელი, მთლად პირველადი...
