თავფარავნელი ჭაბუკი

გურამ დოჩანაშვილი

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა;

ჰარალეთში ერთხელ ამბავი მოხდა, მტრისას.

ვინ იფიქრებდა და, იმ ამბის შემდეგ პარმენა დვალმა, მთელს გუბერნიაში სახელგავარდნილმა თამადამ, სმას თავი მიანება და, შეფიქრიანებული, ღამღამობით ვარსკვლავებს უჭვრიტინებდა - ყანწის ნაცვლად ჭოგრიტი ეკავა და თვალის მაგივრად პირზე კი იყუდებდა უცაბედად პირველ ხანებში, მაგრამ მერე შეეჩვია და ჭოგრიტს სწორად ხმარობდა. არადა, ამბავი მოხდა, ავ თვალსაც კი დაენახებოდა - ჰარალეთის ორი ტიტანი, ორი მოქალაქე, რომელთა...