თავფარავნელი ჭაბუკი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავფარავნელი ჭაბუკი
ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა,
ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი...
1
თავფარავნელი ჭაბუკი დიდ ველზე ლაღად მიიწევდა, აალმასებული ცელი ეპყრა ხელთ, ბალახს თიბავდა. შარვლის ტოტები დაეკარწახებინა, წელზემოთ შიშველი იყო. ჰეიი, ცხელოდა... ღონივრად იქნევდა დაჭიმულ მკლავებს და დაკუნთული მხრები...
