ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე

გურამ დოჩანაშვილი

(10 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი

„ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის,
ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“
დავით გურამიშვილი

1

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ჭკვა. თავისთვის იდო და იდო. აუვლიდნენ, ჩაუვლიდნენ, ვერცა ხედავდნენ, მაშ. იმასაც, შეუმჩნევლობისა დიდი დარდი არა ჰქონდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო,...