ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
მხოლოდ ერთი კაცი
მთელ პლუტარქეში ერთი ადგილი ვგონებ ყველაზე მეტად უცნაური და საგულისხმოა. აღწერს რა თეზევსის წარმატებულ გმირობებს, ავტორი ერთს ვისმე კაცს, ვინმე სკირონს, ასე და ამგვარად ახასიათებს:
„მეგარის საზღვარზე თეზევსმა მოკლა სკირონი, მან იგი კლდიდან გადააგდო. სკირონი, საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, გამვლელ-გამომვლელთ ძარცვავდა; ზოგიერთის სიტყვით კი, უცხოელებს უტიფრად გაუშვერდა ხოლმე ფეხებს და, დამბანეთო, უბრძანებდა. იმ დროს, როცა უცხოელნი სკირონის...
