ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
იოჰან სებასტიან ბახი
მამიდა ნუცას ერთი ხელით გულზე მიეხუტებინა აქვითინებული ძმისშვილის - ელენეს თავი, მეორეთი კი სახეს იჩრდილებდა და ზღურბლზე მონდომებით გაჯგიმულ სამხედროს გაკვირვებული შესცქეროდა.
- მთელი დღე, მამიდავ, მთელი დღე, - ტიროდა ელენე, სავარძელში მჯდარ მამიდასთან ჩაჩოქილიყო, - მთელი დღე დამდევს... არ ვიცი, აღარ ვიცი პირდაპირ, რა ვქნა... მიშველეთ, მამიდავ... რა უნდა ნეტავ...
შემცბარი სამხედრო გაუბედავად კი იღიმებოდა, მაინც გაჭიმული იდგა.
-...
