ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები
(ფანტასტიკური მოთხრობა)
ქვემორე მოყვანილი ამბის ავტორმა, აფრედერიკ მემ, გაითვალისწინა რა ეროვნულ ლიტერატურაში ფანტასტიკური ჟანრის გამოვლენათა რეალური ნაკლებობა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, შეექმნა ძნელად მიმოსავლელ გზებზე დაფუძნებული ამა მიმართულების ნაწარმოები (იგივე: ქმნილება, ნიმუში, შედევრი, სისულელე) და აღაფრთოვანა იმ გარემოების გახსენებამ, ნებისმიერი ნაშრომის დასურათხატებას მხოლოდ სა...
