ხილვა
გოგი ლორთქიფანიძე
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა, ფანტასტიკა
გამომცემლობა ლითერასი
© გოგი ლორთქიფანიძე
ხილვა
საიდუმლო საქმე კოდური სახელწოდებით „ხილვა“, ანუ მასალა, რომელსაც მკითხველი (თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდა) ქვემოთ გაეცნობა, არა მხოლოდ უახლესი ნიმუშის მენტალური ფაილებიდან - ძირითადად ჟამთა უმოწყალო მსვლელობით დანესტიანებული, ბუნებრივი ლპობით შეპყრობილი და ძველ არქივებში დასტა-დასტა დაწყობილი საქაღალდეებიდანაა ამოღებული. საწყისი ბიძგი ხსენებულ საქმეს ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ, 1979 წლის ნოემბერში მიეცა და ბუნებრივია, რომ მის წარმოებასთან დაკავშირებულ...
