აცტეკი
საფუძველი რომანისთვის
ეს გაუხმაურებელი, თითქოს არცთუ მნიშვნელოვანი, თუმცა თავისებურად საგულისხმო ამბავი, ჯერაც დამალულია მავანისთვის, ვინაიდან მან სუსტი და ირიბი ასახვა სულ სამიოდე მოკლე და საერთო საინფორმაციო ნაკადში ჩაკარგულ საგაზეთო პუბლიკაციაში თუ ჰპოვა. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ დღემდე გამოქვეყნებული მასალები ჩვენი თანამემამულეებისთვის - სულ ერთია, გულგრილი მოხელე-ჩინოვნიკების, ქველმოქმედი ოლიგარქებისა თუ გაცრეცილი სამოსის ტარება...
