ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ორთქლი

წყალი ადუღდა,
ჩაიდანი წამოთუხთუხდა,
ფანჯრებზე დარჩა ორთქლი, რომელზეც
მე შემიძლია, დავაწერო
შენი სახელი,
ან სულაც ის, რომ
“ყველაფერი წარმავალია“ -
სიცოცხლე ყელში ამოსული სოლომონივით;
მაგრამ ამისთვის საჭიროა,
რომ ბრძენი ვიყო,
მდიდრულ პალატთა მკვიდრი ვიყო
და ღამღამობით
სმენას მიტკბობდეს აბრეშუმის საბნის შრიალი...
მე კი ქოხი მაქვს,
რომლის ფანჯრებიც დაორთქლილია
და სარკეები,...