ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ბაბუაწვერების თაიგული
გაცოფებული ერთურთის ჯეგვით,
ხალხი კი არა, ხალხის ჯოგია,
ბევრჯერ მიჭირდა, მაგრამ გავძელი
და არასოდეს დამიჩოქია.
შეხედე, როგორ ცახცახებს ნერვი,
დაცარიელდა სიზმრების ფუთა,
მე მარტო დავრჩი და უშენობა
თბილი კვამლივით უღონოდ მხუთავს.
რა უნდა ვუთხრა ამ სასტიკ კედლებს,
ყველა სიტყვას რომ ახშობენ მყისვე,
როცა საყვარელ ქალის მაგიერ
გაურკვეველი სიბნელე გისმენს;
როცა არც ქალი და არც...
