ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
ქარიშხლის შემდეგ
შენ უკვე სხვა ხარ -
შენ ხარ კედელი
შედუღებული ბილწი ოცნებით,
მე კი მაგ მკერდზე
ტანატეხილი
ვაზის ლერწივით
შეგაცოცდები.
შენ უკვე სხვა ხარ,
ის აღარა ხარ -
გაზაფხულის მზის
სხივივით ანცი,
ვით ფოთოლცვენა
მიეფინები
განვლილ გზებსა და
გასავლელ მანძილს.
მე კი მიყვარხარ,
არსად წავსულვარ,
მუდამ შენ გვერდით ვდგავარ,
აქავე,
და დასანგრევად...
