ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
იავნანა მკვდრადშობილთათვის
ტყუილუბრალოდ რამდენი ვწერე,
და უშედეგოდ, რადგან მაინც ხომ
უნდა მოვიდეს ვიღაცა მერე,
ვინაც ხელახლა უნდა დაიწყოს
გინდა ცხოვრება,
გინდ სიყვარული,
ან სიღარიბე,
ანდა დიდება...
და ყველგან მუდამ მარტო იქნება,
ირგვლივ ვერაფერს მოეჭიდება.
გვიან გაიგებს, თურმე მშვენიერ
სიზმრებად ფასობს სიცოცხლის დახლი,
შეეშინდება და როგორც ვარსკვლავს,
თავისი მშვიდი ციმციმი...
