ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ჩრდილები შუადღისას

რაღაცნაირად ასე აეწყო:
მთელი ცხოვრება წერილებს გწერდი,
რადგან ვერაფრით ვერ დავიჯერე,
რომ აქ იყავი, სადღაც, ჩემს გვერდით.
იმ წერილებში:
ჩვენ - სიყვარულით
თავრეტდასხმული ორი ნაფოტი -
დიდი მდინარის სხვადასხვა მხრიდან
ერთმანეთისკენ მივისწრაფოდით.
იმ წერილებში:
სიცოცხლე დუღდა,
არ გვიფიქრია - მალე დრო გავა
და ამ მდინარის მღვრიე ტალღები
დაგვაცილებენ დაუზოგავად.
იყო...