ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

ქაღალდის ჩიტი

მე გავაკეთე ქაღალდის ჩიტი
და ლაღი ფრენით ცისკენ გავუშვი,
ცოტა ხანს ფრენდა,
მერე დაეშვა
და დამეკარგა ქვეყნის ხმაურში.
მე შემეშინდა და მოვიბუზე,
ავი სიზმარი მითრევდა ვითომ,
სადა ხარ,
იქნებ ფეხით გთელავენ,
ჩემო საბრალო ქაღალდის ჩიტო;
დაბრუნდი ჩემთან,
შეხედე შენთვის
პურისმარცვალით ავივსე პეშვი.
შენ, იქნებ, ქარებს მიჰყვები სადღაც,
ან იქნებ, მიწას დაასკდი ხვნეშით.
ჩვენ...